|

ანაურანი (ANAURAN)
სარეგისტრაციო ნომერი:
პ #012942/01
სავაჭრო სახელწოდება:
ანაურანი
წამლის ფორმა:
ყურის წვეთები
შემადგენლობა 100 მლ-ზე:
აქტიური ნივთიერებები:
პოლიმიქსინის B სულფატი – 1000000 სე, ნეომიცინის სულფატი – 0.5 გ (375000 სე-ს ექვივალენტური), ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – 4.0 გ.
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი – 0.01 გ,
პროპილენგლიკოლი – 44 მლ,
გლიცეროლი – 26.5 გ,
გასუფთავებული წყალი 100 მლ-მდე.
აღწერა
გამჭვირვალე, უფერო, უსუნო სითხე.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული ანტიბიოტიკი (ანტიბიოტიკები: ამინოგლიკოზიდი+ციკლური პოლიპეპტიდი+ადგილობრივი მაანესთეზირებელი საშუალება)
ათქ კოდი:
S02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის, ახდენს ანტიბაქტერიულ და ადგილობრივად მაანესთეზირებელ მოქმედებას.
ფარმაკოდინამიკა
ნეომიცინის სულფატი – მოქმედების ფართო სპექტრის ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამდადებითი (Staphylococcus spp., Streptococcus pneumonia) და გრამუარყოფითი (Escherichia coli, Shigella dysenteria spp., Shigella flexneri spp., Shigella boydii spp., Shigella sonnei spp., Proteus spp.) მიკროორგანიზმების წინააღმდეგ; ნაკლებად აქტიურია Stre tococcus spp-ს მიმართ. აქტიურია შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Escherichia coli, Shigella dysenteria spp., Shigella flexneri spp., Shigella boydii spp., Shigella sonnei spp., Salmonella typhi და Salmonella paratyphi, Pseudomonas aeruginosa-ს მიმართ; აქტიური არ არის Proteus spp., Mycobacterium spp., გრამდადებითი კოკების, სოკოების მიმართ. ახდენს მსუბუქ ადგილობრივად გამაღიზიანებელ მოქმედებას. ლიდოკაინი – ადგილობრივად მაანესთეზირებელი საშუალება, სწრაფად ხსნის ტკივილსა და ქავილს.
ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევები არ არის ჩატარებული, ვინაიდან პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის და ნაკლებად მოსალოდნელია სისტემური ეფექტები.
გამოყენების ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული გარეგანი ოტიტი, შუა ყურის მწვავე ოტიტი პერფორაციამდე სტადიაში, ქრონიკული ექსუდაციური შუა ყურის ოტიტი; პოსტოპერაციული ჩირქოვანი გართულებები რადიკალური მასტოიდექტომიის, ტიმპანოპლასტიკის, ანთროტომიის, ფენესტრაციის შემდეგ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას და ექიმის კონტროლის ქვეშ.
გამოყენების წესი და დოზები
ადგილობრივად, გარე სმენით გზაში სპეციალური პიპეტის საშუალებით. ჩაწვეთების შემდეგ თავი უნდა გააჩეროთ დახრილ მდგომარეობაში.
მოზრდილებში:
4-5 წვეთი დღე-ღამეში 2-4-ჯერ.
ბავშვებში:
2-3 წვეთი დღე-ღამეში 3-4-ჯერ დაავადების სიმძიმის მიხედვით.
მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები: სმენითი გზის ჰიპერემია, ქავილი და კანის აქერცვლა, რაც ქრება მკურნალობის გარეშე, პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სისტემური ეფექტები ნაკლებად მოსალოდნელია პრეპარატის დაბალი დოზების გამო. თუმცა, ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს სისტემური ეფექტები, კერძოდ, ოტოტოქსიკურობა და ნეფროტოქსიკურობა ნეომიცინის შეწოვის გამო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შეუთავსებელია მონომიცინთან, სტრეპტომიცინთან, გენტამიცინთან, ამიკაცინთან, ნეთილმიცინთან (შესაძლებელია ზემოხსენებული ანტიბიოტიკების ოტოტოქსიკურობის მოქმედებების გაძლიერება).
ზედოზირება
ლიტერატურაში აღწერილი არ არის ზედოზირების შემთხვევები.
განსაკუთრებული მითითებები
ანაურანი გამოიყენება მხოლოდ ყურის დაავადებებისას. მძიმე და მდგრადი ინფექციებისას ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ანტიბიოტიკების სისტემური გამოყენება.
ანაურანის, ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექციები.
გამოშვების ფორმა
ყურის წვეთები
25 მლ მუქი ფერის შუშის ფლაკონში პოლიეთილენის საწვეთურიანი თავსახურით, პირველი გახსნის კონტროლით.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება 15-25C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი საწარმო და მისამართი
“ზამბონ ს.პ.ა.”
36100, ვია დელა კიმიკა 9, ვიჩენცა, იტალია
რუსეთში წარმომადგენლობის მისამართი
119002 მოსკოვი, გლაზოვსკის შეს. 7, ოფისი 17
ტელ: (495) 933-38-30
ფაქსი: (495) 933-38-31 ანოტაციის მომწოდებელია: 
|
|