|

სპაზმომენი®
SPASMOMEN
ოტილონიუმის ბრომიდი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სინთეზური წარმოშობის ანტიქოლინერგული საშუალება, მეოთხეული ამინი.
თერაპიული ჩვენება
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს) და ნაწლავის დისტალური ნაწილის მტკივნეული სპაზმი.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების და მასში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სპეციალური მითითება
საჭიროა სიფრთხილე გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის, პილოროსტენოზის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ არის აღნიშნული.
განსაკუთრებული მითითება
ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში პრეპარატი არ ახდენს ემბრიოტოქსიკურ, ტერატოგენურ ან მუტაგენურ მოქმედებას, თუმცა, როგორც მრავალი სხვა სამკურნალო საშუალების ხმარებისას, პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ზემოქმედება ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
დღემდე არ არსებობს ცნობები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
თუ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს.
დოზირება და გამოყენების წესი
თითო შემოგარსული ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ექიმის დანიშნულებით.
ჭარბი დოზა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ოტილონიუმის ბრომიდი პრაქტიკულად არ ავლენდა ტოქსიკურ მოქმედებას. ამიტომ, სავარაუდოდ, ადამიანებში პრეპარატის ჭარბ დოზას არ უნდა ჰქონდეს ტოქსიკური მოქმედება. ოტილონიუმის ბრომიდის დოზის გადაჭარბებისას ნაჩვენებია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
არასასურველი მოვლენები
თერაპიული დოზებით პრეპარატი არ იწვევს გვერდით, კერძოდ, ატროპინის მსგავს მოვლენებს. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი არასასურველი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ვარგისიანობის ვადა მითითებულია მხოლოდ პრეპარატის გაუხსნელი შეფუთვისათვის შენახვის პირობების დაცვისას.
სპაზმომენის® შენახვა რეკომენდებულია ორიგინალ შეფუთვაში. სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის უტილიზაციის მიზნით მისი კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა
თითო შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: 40 მგ ოტილონიუმის ბრომიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი.
სამკურნალო ფორმა და პრეპარატის რაოდენობა შეფუთვაში
შიგნით მისაღები 40 მგ შემოგარსული ტაბლეტები.
30 ტაბლეტი.
პრეპარატი გაიცემა მკაცრად რეცეპტით.
II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით)
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ა. მენარინი ინდუსტრიე ფარმაჩეუტიკე რიუნიტე სრლ.,
ვია სეტტე სანტი, 3 – ფირენზე.
მწარმოებელი
ბერლინ-ხემი აგ
ტემპელხოფერ ვეგ 83
12347 ბერლინი, გერმანიაანოტაციის მომწოდებელია: 
|
|