ბეჭდვა
კლაციდი ი.ვ. (KLACID)


შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 ფლაკონი შეიცავს კლარითრომიცინის 500 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტობიონის მჟავა; ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
წამლის ფორმა. ინფუზიის ხსნარის მოსამზადებლი ლიოფილიზებული ფხვნილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ანტიმიკრობული საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. მაკროლიდები. კოდი АТX J01F A09.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
კლარითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროოგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:
•ზემო სასუნთქი გზების ინფექციები;
•ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები;
•კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
•დისემინირებული ან ლოკალიზებული მიკობაქტერიული ინფექციები, გამოწვეული Mycobacterium avium ან Mycobacterium intracellular. ლოკალიზებული ინფექციები, გამოწვეული Mycobacterium chelonae, Mycobacterium fortuitum ან Mycobacterium kansasii.

უკუჩვენება.
მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ.
კლარითრომიცინისა და რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების ერთად გამოყენება: ასთემიზოლის, ციზაპრიდის, პიმოზიდის, ტერფენადინის, ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის.

გამოყენების წესი და დოზები.
მოზრდილებში საშუალო დოზა შეადგენს 500 მგ დღეში 2-ჯერ 12 საათის ინტერვალით ინტრავენური სახით ხანგრძლივი ინფუზიით (60 წუთის განმავლობაში) საინფუზიო ხსნარში პრეპარატის გახსნის შემდეგ.
კლაციდი ი.ვ. არ გამოიყენება ბოლუსურად ან კუნთში შეყვანისათვის.
გამოყენება პაციენტებში მიკობაქტერიული ინფექციებით.
ავადმყოფებისათვის ლოკალიზებული ან დისემინირებული მიკობაქტერიული ინფექციებით, გამოწვეული M. avium, M. Intracellulare, M. chelonae, M. fortuitum, M. kansasii, რეკომენდირებული კლარითრომიცინის დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 1გ დღე-ღამეში 2 ინფუზიის სახით.
მკურნალობა გრძელდება 2-5 დღის განმავლობაში ავადმყოფის მდგომარეობის სიმძიმეზე დამოკიდებულებით, ხოლო შემდეგ შეძლებისდაგვარად გადადიან პრეპარატის პერორალურ მიღებაზე.
მიღება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით: პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ-ზე ნაკლები) კლარითრომიცინის დოზა უნდა შემცირდეს ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზის ნახევრამდე.
ინფუზიის ხსნარის მომზადება.
1.მოამზადეთ კლაციდი ი.ვ. საწყისი ხსნარი ინტრავენური შეყვანისათვის, დაამატეთ 10 მლ სტერილური წყალი ინექციისთვის 500 მგ კლარითრომიცინის ფლაკონში. ინექციისთვის გამოიყენეთ, მხოლოდ სტერილური წყალი, ვინაიდან სხვა გამხსნელებმა შეიძლება გამოიწვიონ ნალექის წარმოქმნა. არ გამოიყენოთ გამხსნელები, რომლებიც შეიცავენ კონსერვანტებს ან არაორგანულ მარილებს.
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა შენარჩუნებულია 48 სთ განმავლობაში 50C ტემპერატურისას და 24 სთ-250C ტემპერატურისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით გახსნილი პრეპარატი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. თუ ის გამოყენებული არ იქნება დაუყოვნებლივ, მაშინ მისი შენახვის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სააფთიაქო პირობებში, ჩვეულებრივ არა უმეტეს 24 სთ-ისა 2–დან 80C ტემპერატურამდე.
2. კლაციდი ი.ვ. საწყისი ხსნარი, შეყვანამდე (500 მგ 10 მლ წყალში ინექციისთვის) უნდა გავხსნათ მინიმუმ 250 მლ ერთ-ერთ შემდეგ ხსნარში: 5% დექსტროზა, რინგერის ლაქტატის ხსნარიში, 5% დექსტროზა 0, 3 % ნატრიუმის ქლორიდში, ნორმოსოლი-M 5% დექსტროზაში, ნორმოსოლი-R 5% დექსტროზაში, 5% დექსტროზა 0,45 % ნატრიუმის ქლორიდში და 0,9 % ნატრიუმის ქლორიდში.
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა შენარჩუნებულია 48 სთ განმავლობაში 50C ტემპერატურისა და 6 სთ - 250C ტემპერატურის დროს.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით გახსნილი პრეპარატი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. თუ ხსნარი გამოყენებული არ იქნება დაუყოვნებლივ, მაშინ მისი შენახვის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სააფთიაქო პირობებში, ჩვეულებრივ არა უმეტეს 24 სთ-ისა 2 –დან 80C ტემპერატურამდე.
არანაირი წამლები ან რეაგენტები არ უნდა იქნან დამატებული კლაციდის ი.ვ. საინფუზიო ხსნარში, სანამ არ დადგინდება მათი ზემოქმედება ანტიბიოტიკის ხსნარის ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილურობაზე.

გვერდითი ეფექტები.
ჩვეულებრივ კლარითრომიცინი კარგი ამტანობით ხასიათდება.
ცხრილ 1-ში მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომლებიც წარმოექმნათ პაციენტებს, კლინიკური გამოკვლევების დროს, კლარითრომიცინის გამოყენებისას ინტრავენურად ან პერორალურად. გვერდითი მოვლენები განაწილებული, ორგანოთა სისტემისა და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით (1-10% - ხშირი).
ცხრილი 1
ორგანოები და ორგანოთა სისტემა-წარმოქმნის სიხშირე-გვერდითი მოვლენები
დარღვევა ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან-ხშირად-თავის ტკივილი, გემოს შეგრძნების შეცვლა
დარღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან-ხშირად-დიარეა, გულისრევა მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ღებინება
ზოგადი მოშლილობა და შეყვანის ადგილი*-ხშირად-შეყვანის ადგილას ანთება, ტკივილი ან შეშუპება, ფლებიტი, ტკივილი
ლაბორატორიული გამოკვლევები-ხშირად-ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის მომატება
*-კლარითრომიცინის ინფუზიური შეყვანის დროს

ცხრილი 2-ში წარმოდგენილია გვერდითი მოვლენები, წარმოქმნილი სხვადასხვა სამკურნალო ფორმის პოსტმარკეტინგული გამოყენებისა და კლარითრომიცინის დოზირების დროს, მათ შორის ლიოფილიზებული ფხვნილის.
ცხრილი 2
ორგანოები და ორგანოთა სისტემები-გვერდითი მოვლენები
ინფექციები და ინვაზიები-პირის ღრუს კანდიდოზი
დარღვევა სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან-ლეიკოპენია,თრომბოციტოპენია
დარღვევა იმუნური სისტემის მხრიდან-ანაფილაქსიური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევა-ჰიპოგლიკემია (მათ შორის პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ან ინსულინის გამოყენების ფონზე)
ფსიქიკის მოშლილობა-ფსიქოზი, ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, აზროვნების დარღვევა, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, მღელვარება, უძილობა, ცუდი სიზმრები
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან-კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, აგევზია (გემოს მგრძნობელობის დაკარგვა), ანოსმია, დიზგევზია (გემოს მგრძნობელობის დარღვევა), პაროსმია
დარღვევა საყრდენ–მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრიდან- მიალგია
დარღვევა სმენის ორგანოების მხრიდან და ლაბირინთული დარღვევები-სმენის დაკარგვა, (ჩვეულებრივ აღდგება პრეპარატის მოხსნის შემდეგ), თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური
კარდიალური დარღვევები1 -პარკუჭის პირუეტული ტაქიკარდია (ტორსარდე დე პოინტეს), QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან-მწვავე პანკრეატიტი, გლოსიტი, სტომატიტი, ენის შეფერადება, კბილების შეფერადება
ჰეპატობილიარული სისტემის2 მხრივ დარღვევა-ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ქოლესტატური ჰეპატიტი, ქოლესტატური სიყვითლე, ჰეპატოცელულური სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დარღვევა კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან-სტივენს- ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი
დარღვევა შარდის გამომყოფი სისტემის მხრიდან-ინტერსტიციული ნეფრიტი
ლაბორატორიული გამოკვლევები-სისხლში კრეატინინის მომატება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება
1- ასევე სხვა მაკროლიდების გამოყენებისას, კლარითრომიცინით მკურნალობისას იშვიათად იყო შეტყობინება QT ინტერვალის გახანგრძლივების, პარკუჭოვანი ტაქიკარდისა და პირუეტული ტაქიკარდის (Torsarde de Pointes) შესახებ.
2- ძალიან იშვიათად შეტყობინება იყო ღვიძლის უკმარისობის ფატალური განვითარების შესახებ, ჩვეულებრივ მძიმე თანმხლები დაავადებების ან/და სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების ფონზე.

იყო შეტყობინება კოლხიცინის ტოქსიკურობის განვითარებაზე (მათ შორის ფატალური შედეგით) კლარითრომიცინისა და კოლხიცინის ერთობლივად გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, მათ შორის თირკმელის უკმარისობის ფონზე.

პაციენტები იმუნური სისტემის დარღვევით.
შიდს-ით დაავადებულ ავადმყოფებში და სხვა პაციენტებში იმუნური სისტემის დარღვევით, რომლებიც კლარითრომიცინის მაღალ დოზებს იღებდნენ, ვიდრე რეკომენდირებული იყო მიკობაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების და ძირითადი ან თანმხლები დაავადებების სიმპტომების განსხვავება.
მოზრდილ ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ კლარითრომიცინს სადღეღამისო დოზით 1000 მგ, უფრო ხშირი გვერდითი მოვლენები იყო გულისრევა, ღებინება, გემოს დარღვევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი, მუცლის შებერილობა, თავის ტკივილი, შეკრულობა, სმენის დარღვევა, ალტ და ასტ შემადგენლობის მომატება. არც ისე ხშირად იყო ქოშინი, უძილობა და პირის სიმშრალე. პაციენტების 2-3 % აღენიშნებოდა ალტ და ასტ დონის მნიშვნელოვანი მომატება და ლეიკოციტებისა და თრომბოციტების დონის სისხლში მნიშვნელოვანი დაქვეითება. რამდენიმე პაციენტში შეინიშნებოდა სისხლში შარდოვანას მომატება.

ჭარბი დოზა.
ჭარბი დოზის შემთხვევაში საჭიროა კლარითრომიცინის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის დაწყება.
არსებული შეტყობინებები მიუთითებენ იმაზე, რომ კლარითრომიცინის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სიმპტომები. ერთმა პაციენტმა ანამნეზში ბიპოლარული ფსიქოზით, მიიღო 8გ კლარითრომიცინი, მას განუვითარდა გონებრივი მდგომარეობის შეცვლა, პარანოიდული ქცევა, ჰიპოკალიემია და ჰიპოქსემია. გვერდით მოვლენებს, რომლებიც თან ახლავს ჭარბი დოზის მიღებას ელიმინაციური ღონისძიებებითა და სიმპტომატური თერაპიით მკურნალობა სჭირდება. ისევე, როგორც სხვა მაკროლიდებთან დაკავშირებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი არსებითად მოქმედებდეს კლარითრომიცინის შემადგენლობაზე სისხლის შრატში.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
კლაციდი ი.ვ. უსაფრთხო გამოყენება ინტრავენური შეყვანისათვის ორსულობის პერიოდში არ არის დადგენილი. ამიტომ ორსულ ქალებს, განსაკუთრებით ორსულობის პირველ სამ თვეში კლარითრომიცინი ინტრავენური შეყვანისათვის შეიძლება დაენიშნოთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიღებულმა სარგებელმა შეიძლება გადააჭარბოს შესაძლო რისკს.
კლაციდი ი.ვ. გამოიყოფა დედის რძეში.

ბავშვები.
მონაცემები ბავშვებში კლარითრომიცინის პერორალური გამოყენების შესახებ არასაკმარისია.

განსაკუთრებული მითითებები
ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა ან განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ბაქტერიებისა და სოკოს ჭარბი მომატება. სუპერ ინფექციის წარმოქმნისას უნდა მოხდეს კლარითრომიცინის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დაწყება.
დიარეის განვითარების შესახებ, მსუბუქი სიმძიმის ხარისხიდან ფსევდომემბრანულ კოლიტამდე ფატალური შედეგით, გამოწვეული Clostridium difficile (CDAD), შეტყობინება იყო პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას, მათ შორის კლარითრომიცინისაც. საჭიროა გვახსოვდეს Clostridium difficile მიერ გამოწვეული, დიარეის შესაძლო განვითარება, როდესაც ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ პაციენტში ვითარდება დიარეა, ამას გარდა, აუცილებელია გულდასმით შეგროვდეს ანამნეზი, ვინაიდან დიარეის განვითარების შესახებ, რომელიც გამოწვეულია Clostridium difficile-თი, შეტყობინება იყო ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებიდან 2 თვის შემდეგ.
ასევე იყო შეტყობინება პაციენტებში მიასთენია გრავის myasthenia gravis სიმპტომების გაძლიერების შესახებ, რომლებიც იყენებდნენ კლარითრომიცინს.
პრეპარატი გამოიყოფა ღვიძლიდან და თირკმელებიდან. სიფრთხილე უნდა დავიცვათ პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, თირკმელის უკმარისობით ზომიერი ან მძიმე ხარისხით.
ყურადღება უნდა მიექცეს ჯვარედინი რეზისტენტობის შესაძლო განვითარებას კლარითრომიცინსა და სხვა მაკროლიდებს შორის, ასვე ლინკომიცინსა და კლინდამიცინს შორის.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ბაქტერია H. pylori რეზისტენტობა კლარითრომიცინის მიმართ.

ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი
არ არის ცნობილი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება და სხვა სახის ურთიერთმოქმედება.
კლარითრომიცინი არ ურთიერთქმედებს პერორალურ კონტრაცეპტივებთან.
ქვემოთ მითითებული პრეპარატების გამოყენება მკაცრად უკუნაჩვენებია ურთიერთმოქმედების შედეგად მძიმე შედეგების განვითარების გამო
ციზაპრიდის, პიმოზიდის და ტერფენადინის დონის მომატება სისხლის შრატში აღინიშნებოდა კლარითრომიცინთან ერთად მათი გამოყენებისას, რამაც შეიძლება გაახანგრძლივოს QT ინტერვალის და არითმია გამოიწვიოს, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაციით და torsade de pointes. მსგავსი ეფექტები აღინიშნებოდა ასტემიზოლისა და სხვა მაკროლიდების ერთობლივად გამოყენებისას.
ერგოტამინი/დიჰიდროერგოტამინი
კლარითრომიცინისა და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთად გამოყენება ასოცირდება მწვავე ერგოტიზმის ნიშნებთან, რაც ხასიათდება ვაზოსპაზმითა და კიდურების და სხვა ქსოვილების იშემიით, ცენტრალური ნერვული სისტემის ჩათვლით.
სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე
ამ სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება კლარითრომიცინის კონცენტრაციაზე სისხლში ცნობილია ან ნავარაუდევია, ამიტომაც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან ალტერნატიული თერაპიის გამოყენება.
ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი.
ციტოქრომ P450 ფერმეტების მძლავრმა ინდუქტორებმა, როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი შეიძლება დააჩქარონ კლარითრომიცინის მეტაბოლიზმი, მისი კონცენტრაციის შემცირებით, მაგრამ 14-OH-კლარითრომიცინის კონცენტრაციის - მიკრობიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის გაზრდით. ვინაიდან, კლარითრომიცინისა და 14-OH-კლარითრომიცნის მიკრობიოლოგიური აქტივობა სხვადასხვაა განსხვავებული ბაქტერიების მიმართ, მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი შეიძლება არ იქნას მიღწეული კლარითრომიცინისა და ციტოქრომ P450 ფერმენტების ინდუქტორების ერთად გამოყენების გამო.
ფლუკონაზოლი
14-OH-კლარითრომიცინის აქტიური მეტაბოლიტის წონასწორული კონცენტრაციები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას. ამ დროს კლარითრომიცინის დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
რიტონავირი
რიტონავირისა და კლარითრომიცინის გამოყენება კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან დათრგუნვას იწვევს. კლარითრომიცინის Cmax იზრდება 31%-ით, Cmax –182%-თ და AUC – 77%ით. შეინიშნებოდა 14-OH-კლარითრომიცინის წარმოქმნის სრული დათრგუნვა. პაციენტებში თირკმელის ნორმალური ფუნქციით, კლარითრომიცნის დოზის შემცირება საჭირო არ არის. პაციენტებში, თირკმელის უკმარისობით აუცილებელია დოზის კორექცია: კლარითრომიცინის დოზა CLCR-სას 30-60 მლ/წთ აუცილებელია შემცირდეს 50%-ით, CLCR-სას< 30მლ/წთ- 75%-oთ. კლარითრომიცინი დოზებში, რომელიც აღემატება 1 გ/დღეში, არ უნდა იქნეს გამოყენებული რიტონავირთან ერთად.
კლარითრომიცინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
ანტიარითმიული საშუალებები
არსებობს პოსტმარკეტინგული შეტყობინება პარკუჭოვანი პირუეტული ტაქიკარდიის შესახებ, რომელიც წარმოიშვა კლარითრომიცინის ქინიდინთან ან დიზოპირამიდთან ერთად გამოყენებისას. რეკომენდებულია ჩატარდეს ეკგ–მონიტორირება QT ინტერვალის გახანბგრძლივების დროულად გამოსავლენად. კლარითრომიცინის თერაპიის დროს საჭიროა თვალი ვადევნოთ ამ პრეპარატების კონცენტრაციას სისხლის შრატში.
CYP3A
კლარითრომიცინის, CYP3A ფერმენტის ცნობილი ინჰიბიტორების ერთობლივმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს კლარითრომიცინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში, რამაც თავის მხრივ შეიძლება გააძლიეროს ან გაახანგრძლივოს მისი თერაპიული ეფექტი და გვერდითი ეფექტების გაჩენის რისკი.
ფრთხილად უნდა ვიყოთ კლარითრომიცინის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებიც თერაპიას გადიან სამკურნალო საშუალებებით – CYP3A სუბსტრატებით. განსაკუთრებით თუ CYP3A–სუბსტრატს გააჩნია ვიწრო თერაპიული დიაპაზონი (მაგალითად, კარბამაზეპინი) და /ან ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ამ ენზიმით.
შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა და შეძლებისდაგვარად, სამკურნალო საშუალებების შრატის კონცენტრაციის საგულდაგულო მონიტორინგი, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კლარითრომიცინს.
ასეთი სამკურნალო საშუალებები ან პრეპარატის ჯგუფები მეტაბოლიზდება ერთი და იგივე CYP3A იზოფერმენტით: მაგ. ალპრაზოლი, ასტემიზოლი, კარბამაზეპინი, ცილოსტაზოლი, ციზაპრიდი, ციკლოსპორინი, დიზოპირამიდი, ჭვავის რქის ალკალოიდები, ლოვასტატინი, მეტილპრედნიზოლონი, მიდაზოლამი, ომეპრაზოლი, პერორალური ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი), პიმოზიდი, ქინიდინი, რიფაბუტინი, სილდენაფილი, სიმვასტატინი, ტაკროლიმუსი, ტერფენადინი, ტრიაზოლამი და ვინბლასტინი. ურთიერთქმედების მსგავსი მექანიზმი აღნიშნულია ფენიტოინის, თეოფილინის და ვალპროატის გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P 450 სისტემის სხვა იზოფერმენტებით.
ჰმჰ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები
ისევე, როგორც სხვა მაკროლიდები, კლარითრომიცინი იწვევს ჰმჰ-კოა-რედუქტაზების ინჰიბიტორების კონცენტრაციის მომატებას, როგორიცაა ლოვასტატინი და სიმვასტატინი. იშვიათად იყო შეტყობინება პაციენტებში რაბდომიოლიზის განვითარების შესახებ ამ სამკურნალო საშუალებების ერთად გამოყენებისას.
ომეპრაზოლი
კლარითრომიცინის გამოყენება ომეპრაზოლთან კომბინაციაში მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევს ომეპრაზოლის წონასწორული კონცენტრაციის მომატებას. მხოლოდ ომეპრაზოლის გამოყენებისას კუჭის წვენის pH საშუალო მაჩვენებელი 24 საათის განმავლობაში შეადგენდა 5,2, ომეპრაზოლის კლარითრომიცინთან ერთად გამოყენებისას კი – 5, 7.
პერორალური ანტიკოაგულანტები
კლარითრომიცინისა და პერორალური ანტიკოაგულანტების კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება მოახდინოს უკანასკნელის პოტენცირების ეფექტი, რაც მოითხოვს პაციენტებში პროთრომბინის დროის საგულდაგულო კონტროლს.
სილდენაფილი, ტადალაფილი და ვარდენაფილი
არსებობს ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორების პლაზმური კონცენტრაციის გაზრდის ალბათობა (სილდენაფილის, ტადალაფილის და ვარდენაფილის) კლარითრომიცინთან ერთად მათი გამოყენების დროს, რამაც შეიძლება მოითხოვოს ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორების დოზის შემცირება.
თეოფილინი, კარბამაზეპინი
კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს უმნიშვნელო, მაგრამ თეოფილინის ან კარბამაზეპინის კონცენტრაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში კლარითრომიცინთან ერთად მათი გამოყენების დროს.
ტოლტეროდინი
შეიძლება საჭირო გახდეს ტოლტეროდინის დოზის შემცირება კლარითრომიცინთან ერთად მისი გამოყენებისას.
ტრიაზოლბენზოდიაზეპინები (მაგალითად, ალპრაზოლამი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი)
უნდა მოვერიდოთ პერორალურად მიდაზოლამისა და კლარითრომიცინის კომბინირებულ მიღებას. კლარითრომიცინთან ერთად მიდაზოლამის ინტრავენური მიღების დროს უნდა ჩატარდეს საგულდაგულო მონიტორინგი პაციენტებში დოზის დროული კორექციისთვის.
უნდა დავიცვათ იგივე უსაფრთხოების ზომები ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A, ტრიაზოლამისა და ალპრაზოლამის ჩათვლით. ბენზოდიაზეპინებისთვის, რომელთა ელიმინაცია არ არის დამოკიდებული CYP3A (ტემაზეპამი, ნიტრაზეპამი, ლორაზეპამი), კლინიკურად მნიშვნელოვანის ურთიერთმოქმედების განვითარება კლარითრომიცინთან ნაკლებად სავარაუდოა.
არსებობს პოსტმარკეტინგული შეტყობინება სამკურნალო ურთიერთქმედებაზე და გვერდითი მოვლენების გავრცელებაზე ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან (როგორიცაა ძილიანობა და გონების დაბინდვა) კლარითრომიცინის და ტრიაზოლამის ერთად მიღებისას. თვალი უნდა ვადევნოთ პაციენტებს, ცნს მხრიდან ფარმაკოლოგიური ეფექტების გაზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

სხვა სახის ურთიერთქმედებები
კოლხიცინი
კოლხიცინი CYP3A და P-გლიკოპროტეინის (Pgp) სუბსტრატია. ცნობილია, რომ კლარითრომიცინს და სხვა მაკროლიდებს შეუძლიათ დათრგუნონ CYP3A და Pgp. კლარითრომიცინისა და კოლხიცინის ერთდროულად მიღებისას Pgp და/ან CYP3A
დათრგუნვამ კლარითრომიცინით შეიძლება გამოიწვიოს კოლხიცინის ექსპოზიციის მომატება. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება კოლხიცინის ტოქსიკურობაზე კლინიკური სიმპტომების გამოვლენის თვალსაზრისით.
დიგოქსინი
პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას ცნობილი გახდა დიგოქსინის კონცენტრაციის მომატების შესახებ პაციენტების სისხლის შრატში, რომლებიც მას კლარითრომიცინთან ერთად იღებდნენ.
ზიდოვუდინი. აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ერთდროულად კლარითრომიცინის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების და ზიდოვუდინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიდოვუდინის სტაციონარული კონცენტრაციის დაწევა სისხლის შრატში. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ინტერვალის დაცვის გზით, კლარითრომიცინსა და ზიდოვუდინის მიღებას შორის. ბავშვებში, ასეთ ურთიერთქმედებაზე კლარითრომიცინსა და ზიდოვუდინის სუსპენზიის ან დიდეოქსინოზინის მიღების დროს ცნობები არ მოიპოვება.
ასევე შესაძლებელია ორმხრივ მიმართული ურთიერთქმედება კლარითრომიცინსა და ატაზანავირს, იტრაკონაზოლს და საქვინავირს შორის.
ვერაპამილი. არსებობს შეტყობინება არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიარითმიის და ლაქტოაციდოზის განვითარების შესახებ კლარითრომიცინისა და ვერაპამილის ერთობლივად მიღებისას.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამკა.
კლარითრომიცინი – მაკროლიდების ჯგუფის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკია. კლარითრომიცნის ანტიბაქტერიული მოქმედება განისაზღვრება მისი კავშირით 5OS-რიბოსომულ სუბერთეულთნ ბაქტერიების ცილის ბიოსინთეზის დათრგუნვით. პრეპარატი ავლენს ფართო სპექტრის მაღალ ეფექტურობას in vitro აერობული და ანაერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით. მისი მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (მიკ) ჩვეულებრივ ორჯერ უფრო დაბალია ვიდრე ერითრომიცინის მიკ.
კლარითრომიცინი in vitro მაღალეფექტურია Legionella pneumophila da Mycoplasma pneumonie წინააღმდეგ. მოქმედებს ბაქტერიციდულად H. Pylori-ს წიინააღმდეგ, კლარითრომიცინის აქტივობა ნეიტრალური pH დროს მაღალია, ვიდრე მჟავე pH დროს. in vitro და in vivo მონაცემები ადასტურებენ კლარითრომიცინის მაღალ ეფექტურობას კლინიკური მნიშვნელობის მიკობაქტერიების შტამების წინააღმდეგ. in vitro გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ Enterobacteriaceae და Pseudomonas, ისევე როგორც ბეტა-ლაქტამაზას არამაპროდუცირებადი გრამუარყოფითი ბაქტერიები, არ არიან მგრძნობიარენი კლარითრომიცნის მიმართ.

მიკრობიოლოგია
კლარითრომიცინი აქტიურია in vitro და კლინიკურ პრაქტიკაში შემდეგი მიკროორგანიზმების უმეტესი შტამების მიმარ.
აერობული გრამდადებით მიკროორგანიზმები:
Staphylococcus aureus,
Streptococcus pneumoniae,
Streptococcus pyogenes,
Listeria monocytogenes.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Haemophilus influenzae,
Haemophilus parainfluenzae,
Moraxella catarrhalis,
Neisseria gonorrhoeae
Legionella pneumphila
სხვა მიკროორგანიზმები:
Mycoplasma pneumoniae,
Chlamydia pneumoniae (TWAR).
მიკობაქტერიები:
Mycobacterium leprae
Mycobacterium kansasii
Mycobacterium chelonae
Mycobacterium fortuitum
Mycobacterium avium complex (MAC), რომელთა თან ერთვის Mycobacterium avium, Mycobacterium intracellulare.
მიკროორგანიზმების ბეტა-ლაქტამაზები არ მოქმედებენ კლარითრომიცნის ეფექტურობაზე.
სტაფილოკოკების უმრავლესი მეტიცილინი – და ოქსაცილინრეზისტენტული შტამები არ არიან მგრძნობიარენი კლარითრომიცინის მიმართ.
Helicobacter
H. Pylori
კლარითრომიცინი აქტიურია in vitro ასეთი მიკროორგანიზმების შტამების უმრავლესობის მიმართ, თუმცა კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება მისი გამოყენებისა არ არის დადგენილი.
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
Streptococcus agalactiae,
Streptococci (jgufebi C,F,G)
Viridans group streptococci.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Bordetella pertussis,
Pasteuerela multocida
სხვა მიკროორგანიზმები:
Chlamydia trachomatis.
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
Clostridium perfringens
Peptococcus niger
Propionibacterium acens.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Bacteriodes melaninogenicus
სპიროქეტები: Borrelia burgdorferi , Treponema pallidum
kampilobaqteriebi
კამპილობაქტერიები
Campylobacter jejuni

კლარითომიცინი ახდენს ბაქტერიციდულ ზემოქმედებას ბაქტერიების რამდენიმე შტამის წინააღმდეგ:
Haemophilus influenzae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, H. pylori da Campylobactere spp.
კლარითრომიცინის ძირითად მეტაბოლიტად ადამიანის ორგანიზმში ითვლება მიკრობიოლოგიური აქტიური 14- ჰიდროქსიკლარითრომიცინი (14-OH-კლარითრომიცინი). მიკროორგანიზმების უმრავლესობისათვის მეტაბოლიტის მიკრობიოლოგიური აქტივობა ტოლია ან 1-2 – ჯერ სუსტია საწყის ნვთიერებაზე,
H. influenzae გამოკლებით, რომელთან მიმართებაში მეტაბოლიტის ეფექტურობა 2 –ჯერ მეტია. in vitro და in vivo პირობებში საწყისი ნივთიერება და მისი ძირითადი მეტაბოლიტი ავლენს ან ადიტიურ ან სინერგიულ ეფექტს H. influenzae წინააღმდეგ, მიკროორგანიზმების შტამებზე დამოკიდებულებით.

ფარმაკოკინეტიკა
კლარითრომიცინი და მისი ძირითადი აქტიური 14-OH-მეტაბოლიტი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში და თხევად გარემოში. კონცენტრაცია ქსოვილებში, როგორც წესი უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში. უფრო მეტი კონცენტრაცია რეგისტრირებული იყო ღვიძლსა და ფილტვებში. ქვემოთ მოყვანილია ქსოვილებსა და სისხლის შრატში კონცენტრაციის მნიშვნელობის მაგალითები:

კონცენტრაცია
(250 მგ შეყვანის შემდეგ ყოველი 12 საათის შემდეგ)
ქსოვილის სახე - ქსოვილი (მგკ/გ) - სისხლის შრატი (მგკ/გ)
ნუშისებრი ჯირკვალი - 1,6 - 0,8
ფილტვები - 8,8 - 1,7


500 მგ და 1000 მგ კლარითრომიცინის ინფუზიის შემდეგ კალრითრომიცინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შეადგენს 5, 16 მგკ/მლ-დან 9, 40 მგკ/მლ-მდე 1 საათის განმავლობაში შესაბამისად.
Cmax 14-OH კალრითრომიცინისა შეადგენს 0,66 მგკ/მლ, 500 მგ ინფუზიის შემდეგ და 1,06 მგკ/მლ კლარითრომიცინის 1000 მგ შეყვანის შემდეგ.
კლარითრომიცინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და შეადგენს 3,8 სთ-დან 4,5 სთ-მდე. 14-OH კლარითრომიცინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 7,3 სთ (500 მგ შეყვანისას) და 9,3 სთ (1000 მგ შეყვანისას).
თანაბარ მდგომარეობაში მრუდ ქვეშა ფართობის მნიშვნელობა “კონცენტრაცია-დრო” (AUC) დოზის გაზრდით შეიცვალა არაპროპორციულად, რაც ადასტურებს AUC მნიშვნელობის არახაზოვან დამოკიდებულების 22,29 სთ მგკ/მლ-დან 53, 26 სთ/მგკ/მლ –მდე დოზის 500-1000 მგ შეყვანისას 1 საათის განმავლობაში შესაბამისად. 14-OH კლარითრომიცინის AUC მნიშვნელობა არის 8,16 სთ მგკ/მლ – დან 14, 76 სთ მგკ/მლ-მდე ფარგლებში.

ფარმაცევტული მახასიათებლები.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:
ლიოფილიზებული ფხვნილი თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე, სუსტი არომატული სუნით.

ვარგისიანობის ვადა. 4წელი;

შენახვის პირობები.
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურისა.

შეფუთვა.
1 ფლაკონი მუყაოს ყუთში.

გაცემის წესი. რეცეპტით (II ჯგუფი).

მწარმოებელი. ფამარ ლეგლ, საფრანგეთი / Famar L Aigle, France

მისამართი. 28380 სან-რემი-სიუ-ავრ, საფრანგეთი/28380 Saint-Remy-Sur-Avre. France.



გეომაგნიტურობა
2012 (c) tsamali.ge
ყველა უფლება დაცულია
დაგვიკავშირდით
გაფრთხილება!!!
საიტზე არსებული ინფორმაცია არ არის თვითმკურნალობის საფუძველი! ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. საიტის ადმინისტრაცია არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს თქვენს მიერ სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე.