|

ლეომენთი Leomenthum სიროფი
შემადგენლობა: შავბალახას სითხოვანი ექსტრატი- 20 მლ; პიტნის ნაყენი - 2,5 მლ; სორბინის მჟავა; ეთილის სპირტი 96%; სორბიტის სიროფი - 100 მლ-მდე;პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთეროვან ზეთს, ფლავონოლურ გლიკოზიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინქველოზიდი), საპონინებს, ალკალოიდ ლეონურინს, მთრიმლავ ნივთიერებებს.პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, დამზადებულია სორბიტზე!ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს სედატიური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონული, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიკონვულსიური მოქმედება. რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს. ჩვენება: სხვადასხვა ფორმის ნევროზები, უძილობა, აღგზნებულობა, შიში, დაძაბულობა; ნეიროგენული არითმია; მეტეორიზმი, გულის რევის შეგრძნება, შეკრულობა.უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;მიღების წესი და დოზირება:მოზრდილებში: თითო სუფრის კოვზი სიროფი 3-4-ჯერ დღეში;ბავშვებში: 1 - დან 3 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი, 3-დან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი, 6-დან 12 წლამდე 1 დესერტის კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში.გამოშვების ფორმა: 100მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ქილებში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად;ვარგისობის ვადა: 2 წელი;შენახვა: 15-25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.აფთიაქიდან გაცემის წესი:რეცეპტის გარეშე.ანოტაციის მომწოდებელია: 
|
|