|

ჰელმიზოლი
Helmizol
წამლის ფორმა
ტაბლეტები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ალბენდაზოლის.
დამხმარე საშუალებები
ნატრიუმიუმის საქარატი, ტიტანის ორჟანგი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიჰელმინთური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰელმიზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ საშუალებას. იგი მოქმედებს ისეთ ჰელმინთებზე, როგორიცაა: Ascaris, Oxyuris (Enterrobius), Trichuris, Ancylostoma, Necator, Strongyloides და ა.შ. იგი ნაწლავის ჰელმინთოზის სამკურნალოდ ეფექტურია მხოლოდ ერთჯერადად მიღებისას. პრეპარატის მოქმედების ფართო სპექტრი, მისი გამოყენება დიეტის გარეშე, საკვებისაგან დამოუკიდებლად მიღება, მინიმალური გვერდითი ეფექტები ინტესტინალური ჰელმინთოზის დროს ეპიდემიურ ზონაში მისი მასიური გამოყენების საშუალებას იძლევა. პრეპარატი ხანგრძლივი გამოყენებისას აგრეთვე ეფექტურია Echinococcus granulosu–ის სამკურნალოდ.
ალბენდაზოლი აბლოკირებს რა მალეატდეჰიდროგენაზას, აინჰიბირებს გლუკოზის შეწოვის პროცესს და ანადგურებს გლიკოგენის მარაგს, რაც იწვევს ჰელმინთების დაღუპვას. პერორალურად გამოყენების შემდეგ პრეპარატი კარგად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში, სადაც ალბენდაზოლის სულფოქსიდად გარდაიქმნება. 400 მგ ალბენდაზოლის პერორალურად მიღებისას საშუალოდ 2 სთ-ის შემდეგ სისხლის შრატში მისი კონცენტრაცია აღწევს 0.25-0.30 მკგ/მლ-ში. ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 8.5 სთ-ის ტოლია. პრეპარატი ელიმინირდება შარდით მეტაბოლიტების სახით.
ჩვენება
პრეპარატი გამოიყენება ნემატოდების (მრგვალი) და ცესტოდების (ბრტყელი) ჭიების სამკურნალოდ.
ნემატოდები:
Ascaris lumbricoides
Enterobius vermicularis
Ancylostoma duodenale
Necator americanus
Trichuris trichuria
Strongiloides stercoralis
ცესტოდები:
Taenia saginata
Taenia solium
Hymenolepis nan
ექინოკოკოზის მკურნალობა ძირითადად ქირულგიულია, მაგრამ თუ პაციენტი უარს აცხადებს ოპერაციაზე, ან თუ მოხდა განმეორებითი ინვაზია ოპერაციის შემდეგ, ან ოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა კისტის გასკდომას, მაშინ საჭიროა ჰელმიზოლის დანიშვნა.
უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები
თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის, აგრეთვე პაციენტებში ჰემოპოეზის დარღვევით პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.
იშვიათად პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება თავბრუსხვევა, ძილიანობა, კონცენტრაციის დარღვევა, ამიტომ პრეპარატის გამოყენებისას მძღოლებს კონცენტრაციის მობილიზება მართებთ.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება, ამიტომ გვერდითი მოვლენები მისი მიღებისას იშვიათად ვლინდება. აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, დიარეა, ანორექსია, თავისტკივილი, თავბრუსხვევა, ნეიტროპენია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
მეტამიზოლი წარმოადგენს ალბენდაზოლ სულფოქსიდაზის ძლიერ ინჰიბიტორს, ამიტომ მან პლაზმაში შეიძლება გამოიწვიოს ალბენდაზოლ-სულფოქსიდის დონის შემცირება. ქლორპრომაზინი და ფენბენდაზოლი თრგუნავენ იმავე ფერმენტს, რასაც ალბენდაზოლი, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში ალბენდაზოლ სულფოქსიდის კონცენტრაციის შემცირებას. Dდექსამეტაზონი ასტიმულირებს ალბენდაზოლ სულფოქსიდის წარმოქმნას, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მომატებას.
ცხიმიანი საკვების მიღებისას სისხლში ალბენდაზოლის კონცენტრაცია მატულობს.
დოზირება და მიღების წესი
მკურნალობის კურსი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში:
ნემატოდოზებისა და შერეული ჰელმინთოზების (Ascaris lumbricoides, Oxyuris (Enterobius) vermicularis, Necator americanus, Ancylostoma duodenale, Trichuris trichuria) სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება დოზით 200 მგ(1 ტაბ).
ბავშვებში 2 წლის ასაკის ზემოთ და მოზრდილებში - 400მგ (2 ტაბ.). ნაწლავის ცესტოდოზების, რომლებიც გამოწვეულია (Taenia saginata, Taenia solium-ით) და Strongiloides-ით გამოწვეული ნაწლავის ჰელმინთოზების დროს პრეპარატი 2 წლამდე ბავშვებში ინიშნება 200 მგ-ის ოდენობით, ხოლო ბავშვებში 2 წლის ასაკის ზემოთ და მოზრდილებში - 400მგ (2 ტაბ.) ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
მკურნალობიდან 3 კვირის შემდეგ განავალში ჰელმინთოზების და/ან მათი კვერცხების აღმოჩენისას მკურნალობას იმეორებენ. ტენიოზის დროს კონტროლს იმეორებენ 3 თვის შემდეგ. მკურნალობის პერიოდში სპეციფიკური დიეტა არ არის საჭირო. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებასზე.
Echinococcus granulosus–ის დროს ბავშვებში 1-დან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება დოზით 7.5მგ/კგ 2-ჯერ დღეში საკვებთან ერთად, 8-30 დღე, სულ 3 კურსი. ბავშვებში 12 წლისზევით და მოზრდილებში 400 მგ დილას და 400 მგ საღამოს (2 ტაბ. დილას და 2 ტაბ. - საღამოს) 30 დღის განმავლობაში, ან 10 მგ/კგ დღეში (5 მგ/კგ დილას და 5 მგ/კგ საღამოს). 30 დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ რეკომენდებულია 15 დღიანი შესვენება, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეირებენ. Fფილტვის, თირკმელებისა და პერიტონეალური კისტის დროს მკურნალობის კურსს იმეორებენ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე (30 დღიანი მკურნალობის კურსი 15 დღიანი შესვენებით). კურსი შეიძლება განმეორდეს 6-ჯერ. ძვლის კისტები ძნელად ექვემდებარებიან მკურნალობას. თუ მდგომარეობის გაუმჯობესება არ არის მისალოდნელი მკურნალობა წყდება.
ჭარბი დოზირება
სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და ხელოვნურად ღებინების გამოწვევა, აგრეთვე გააქტივებული ნახშირისა და საფაღარათო საშუალებების მიღება.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება 30˚С ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტაბი 200 მგ #6 და #40 შეფუთვაში
მწარმოებელი ფირმა:
“ბიოფარმა” (თურქეთი) ანოტაციის მომწოდებელია: 
|
|