|

IVF-M
Menotropins (Human Menopausal Gonadotrophin)
LG LIFE SCIENCES,კორეა
ათქ კლასიფიკაციის კოდი
G03GA02
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 1ც და 5ც.
გამხსნელთან (ამპულა ან ფლაკონი 1 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური, სტერილური და აპიროგენული საინექციო ხსნარი) კომპლექტში.
1 ფლ.
ადამიანის მენოპაუზური გონადოტროპინი. . . . . . 75 სე
ადამიანის მენოპაუზური გონადოტროპინი. . . . . . 150 სე
დამხმარე ნივთიერებები: D-მანიტოლი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ადამიანის მენოპაუზური გონადოტროპინი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
IVF-M წარმოადგენს ბუნებრივ, გასუფთავებულ და მშრალად გაყინულ ადამიანის მენოპაუზურ გონადოტროპინს, რომელიც მიღებულია პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქალის შარდიდან. IVF-M-ის თითოეული ფლაკონი შეიცავს თეთრ, სტერილურ და პიროგენული თვისებებისგან თავისუფალ ფხვნილს, რომელსაც ერთდროულად გააჩნია ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (ფმს) და მალუთეინიზირებელი ჰორმონის (მჰ) მოქმედება.
ჩვენებები
ქალებში : პირველადი და მეორადი ამენორეა, ჰიპომენორეა, ანოვულატორული მენსტრუაცია, მშობიარობის, მათ შორის ჩიარი-ფრომელის ან შიხანის სიმპტომის (მშობიარობის შემდეგ განვითარებული ჰიპოფიზის ნეკროზი) შემდეგ განვითარებული ამენორეა, არგონს-კასტილეს სინდრომი (ამენორეული გალაქტორეა).
ისევე როგორც ქალებში, IVF-M ასტიმულირებს ფოლიკულების ზრდას და მომწიფებას, ასევე ხელს უწყობს ესტროგენების დონის გაზრდას და ენდომეტრიუმის პროლიფერაციას. IVF-M გამოიყენება ოვულაციის ინდუქციის მიზნით ამენორეის მქონე ან ანოვულაციურ ქალებში, რომელთაც გააჩნიათ რეგულარული ან არარეგულარული ციკლი, რის შემდეგაც შეჰყავთ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (აქგ, IVF-C).
მამაკაცებში : ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია, ჰიპოგონადიზმი, ევნუქოიდიზმი.
IVF-M კაცებში მოქმედებს სათესლე მილებში არსებულ სერტოლის უჯრედებზე, აძლიერებს ანდროგენის შემბოჭველი ცილის წარმოქმნას, რის შედეგადაც ასტიმულირებს სპერმატოგენეზს. IVF-M და IVF-C-ს მკურნალობა ინიშნება პირველადი ან მეორადი ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის მქონე კაცებში სპერმატოგენეზის სტიმულაციის მიზნით.
დოზირების რეჟიმი
რეჟიმი ა: 75 სე ან 150 სე მენოტროპინი (IVF-M) ინიშნება კუნთებში, 10 დღის განმავლობაში ან სანამ ფოლიკულის აქტივაციის ტესტი არ გამოავლენს სისხლდენას გრააფის ფოლიკულიდან. საშოს და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს, ხოლო მკურნალობა წყდება, როდესაც ქვემოთ მოყვანილი ინდექსები მიუთითებს ფოლიკულის სრულ მომწიფებაზე.
- საშოს გამოკვლევა: ეოზინოფილების ინდექსი.
- საშვილოსნოს ლორწოვანის გამოკვლევა: ფერნტესტი და შაინბარკიტი.
რეჟიმი ბ: მენოტროპინი (IVF-M) 75 სე ინიშნება კუნთებში პირველი 4 დღის განმავლობაში.
უნდა გაკეთდეს საშოს მემბრანის და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის გამოკვლევა. თუ ფოლიკულური აქტივობა იზრდება მკურნალობის მე-4 დღისთვის, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება ფოლიკულის მაქსიმალურ გააქტივებამდე (იხ. რეჟიმი ა), რის შემდეგაც მკურნალობა გრძელდება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინით (IVF-C). თუ მკურნალობის შედეგი არ არის ადექვატური, ასეთ შემთხვევაში IVF-M-ის დოზა იზრდება 150 სე /დღეში პირველი 4 დღის განმავლობაში.
2500 სე /დღეში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (IVF-C) მიღება რეკომენდირებულია IVF-M-ის ბოლო დოზის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ, 3 დღის განმავლობაში.
თუ პაციენტს სურს დაორსულება, ასეთ შემთხვევაში მას სქესობრივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინით (IVF-C) მკურნალობის პერიოდში.
-რეჟიმი “ა”-ს დროს რეკომენდირებულია ჩატარდეს ინდივიდუალური მგრძნობელობის ტესტი გონადოტროპინების მიმართ.
რეჟიმი “ბ” ეკონომიურია, თუმცა საჭიროა ფოლიკულის მგრძნობელობის პასუხის გაკონტროლება.
განსაკუთრებული სიფრთხილე
1) IVF-M გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
2) ქალები- IVF-M მიღება უნდა შეწყდეს, როდესაც მკურნალობა არაეფექტურია. მაგალითად: საკვერცხის დისგენეზია.
საშვილოსნოს არარსებობა. ნაადრევი მენოპაუზა. საშვილოსნოს მილების ობტურაცია.
ჰიპოთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის, ჰიპერპროლაქტინემიის ან ჰიპოფიზის სიმსივნის მკურნალობა უნდა ჩატარდეს პირველ ეტაპზე.
IVF-M-ის მკურნალობამდე უნდა ჩატარდეს სპერმის ანალიზი.
საშვილოსნოს ჰიპერსტიმულაციის ალბათობა შეიძლება შემცირდეს რეკომენდებული დოზის მიღებით და მონიტორინგით.
ესტროგენის ჭარბი გამოყოფა IVF-M-ის საპასუხოდ ზოგადად არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, თუ IVF-C-ს მიღება არ ხდება ოვულაციის გამოწვევის მიზნით. IVF-M-ის და IVF-C-ს კომბინირებული მიღება უნდა შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ ესტროგენების დონე ძალიან იმატებს. IVF-M-ის და IVF-C-ს კომბინირებული მიღების შემდეგ მრავალნაყოფიანი მშობიარობის სიხშირე შეადგენს დაახლოებით 10-40%, თუმცა მრავალნაყოფიანი მშობიარობის შედეგად უმეტესად იბადებიან ტყუპები. აბორტის შედეგად ორსულობის შეწყვეტის სიხშირე გაცილებით მაღალია შედარებით ნორმალურ პოპულაციასთან, თუმცა მსგავსია იმ ქალების სიხშირის მაჩვენებლისა, რომელთაც აქვთ ფერტილობის მხრივ სხვა პრობლემები. თანდაყოლილი ანომალიების სიხშირე არ იზრდება.
3) მამაკაცები- ვინაიდან მამაკაცებში ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის მომატებული დონე მიუთითებს სათესლის პირველადი უკმარისობის შესახებ, ასეთი პაციენტები არ ემორჩილებიან IVF-M-ით და IVF-C-ით კომბინირებულ მკურნალობას.
გვერდითი მოვლენები
1. ქალებში : ადგილობრივი რეაქცია ინექციის ადგილას, სიცხე, ართრალგია შესაძლოა გამოვლინდეს იშვიათ შემთხვევებში.
2. მამაკაცებში : IVF-M-ით და IVF-C-ით კომბინირებულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს გინეკომასტია.
3. სისხლმიმოქცევის სისტემა: შესაძლებელია ცერებრული თრომბოზის განვითარება.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
იმ შემთხვევაში, თუ IVF-M მიიღება საკვერცხის მასტიმულირებელ სხვა ჰორმონებთან ერთად ოვულაციის გამოწვევის მიზნით, შესაძლებელია გამოვლინდეს საკვერცხის მხრივ გადაჭარბებული რეაქცია, მაგალითად მეიგსის სინდრომი, რომელსაც თან ახლავს საკვერცხის შეშუპება, შესიებული საკვერცხის გახეთქვა, ასციტი, ჰიდროთორაქსი. ასევე სისხლის მომატებული კოაგულაციის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს თრომბოზი და ცერებრული ინფარქტი.
ორსულობა
ცნობილია, რომ IVF-M-ის მიღება მდედრობით სქესის ნაყოფში იწვევს გარეგანი გენიტალიების მასკულინიზაციას, ხოლო მამრობითი სქესის ნაყოფში – ჰიპოსპადიას, ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში პრეპარატი მიიღება იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს მკურნალობასთან დაკავშირებულ რისკს.
* ფიზიოლოგიურ ხსნარში გახსნილი IVF-M გამოიყენება მომზადებისთანავე.
შენახვის პირობები და ვადა
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (1-30ºC).
შენახვის ვადა: 24 თვე. ანოტაციის მომწოდებელია: 
|
|