"კონსულტაციის საფასურია სოლიდარობა!" - ჯაბა ზარქუა

3446 ნახვა
ჯაბა ზარქუა ბოდიშს უხდის პაციენტებს, რომლებსაც პარლამენტთან 14 ნოემბერს გამართული აქციის გამო ვიზიტი გაუუქმა და უფასო კონსულტაციებს რუსთაველის გამზირზე სთავაზობს. 

"მოკლედ, ბოდიში ჩემს პაციენტებს, რომლებსაც გუშინ ვიზიტი გავუუქმე და დანარჩენებს გადავუდე. მაწუხებს ეს ამბავი და ერთი იდეა ამეკვიატა რომელსაც გავაკეთებ დღეს და თუ კოლეგები ამყვებით გზადაგზა, უმშვენიერესი იქნება :) 
ვაპირებ გასტროენტეროლოგის კარვის დადგმას რუსთაველზე. ცხადია 24 საათი კარავში ვერ ვიჯდები იმიტომ, რომ აქციის ორგანიზატორიც ვარ, მაგრამ ზედ დავაკრავ როდის იქნება მიღების საათები და მივიღებ ყველა პაციენტს, რომელსაც ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს )) 
კონსულტაციის საფასურია სოლიდარობა! 
პ.ს. მართლა ჩვეულებრივი კონსულტაცია მექნება, ოღონდ არაჩვეულებრივ პირობებში, ბლანკებიც კი მომაქვს რომ მცირე ჩანაწერებიც გავუკეთო პაციენტებს. ნუ, ფორმა-100-ებს ნუ მომთხოვთ ერთი )) 
საქმე საქმეში! 
ყველა რუსთაველზე!". - წერს ჯაბა ზარქუა თავის ფეისბუქ გვერდზე.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.