newhospitals
ამ ექიმზე შეფასება ჯერ არ არის დამატებული


შეაფასე ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა

ექიმის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ექიმის პროფილი:

გააზიარე

ელისო მურვანიძე - ასოცირებული პროფესორი, ადაპტური ფიზიკური აღზრდა და სპორტი, სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია - განათლების დოქტორი. ქალბატონ ელისოს აქვს 16-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბავშვთა რეაბილიტაციაში. პრაქტიკოსად და კონსულტანტად მუშაობს როგორც რეაბილიტაციის ცენტრში, ისე კლინიკებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. 2018 წლიდან ატარებს ადაპტური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ტრენინგებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებისათვის; იმავდროულად, გახლავთ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი; გავლილი აქვს „ნეიროგანმავითარებელი მკურნალობის სრული კურსი“; დამატებით, „NDT-ს გაძლიერებული და მოზარდების კურსი სპეციალისტებისათვის“. 7 წლის განმავლობაში ფიზიკურ თერაპევტად მონაწილეობდა პროექტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტეგრაცია თხილამურებზე სრიალის სწავლებისას“. 2018 წელს გაიარა ტრენერთა არაერთი ტრენინგი, რომლებიც USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა. ოთხი წლის განმავლობაში თავად უწევდა ასისტირებას ტრენინგზე: „ნეიროგანმავითარებელი მკურნალობის ჩვილების კურსი“ და „ნეიროგანვითარების მკურნალობის მოკლე კურსი ფიზიკური თერაპევტებისათვის“; გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა სახის ნაშრომები და სახელმძღვანელოები მშობლების, მასწავლებლებისა და ფიზიკური თერაპევტებისათვის. ქალბატონი ელისო არის საქართველოს ფიზიკურ თერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი/დირექტორი.

ამ ექიმზე კითხვები ჯერ არ არის დამატებული

დაუსვი კითხვა ექიმს

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი ექიმები
ირაკლი თურმანიძე
გიორგი ლომიძე
ლაშა სივსივაძე
რომან მაგასი
ხათუნა ზაქარიაძე
ვაჟა კოტორაშვილი
გიორგი მეტრეველი
მერი ობგაძე
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.